Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პატიმრობიდან გაათავისუფლეს შეიხი მირტაგი ასადოვი


მირტაგი ასადოვს 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
მირტაგი ასადოვს 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირტაგი ასადოვი - ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო პორტალი „კავკაზსკი უზელი“.

მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 8 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე განმარტა ასადოვმა, ზეწოლის ქვეშ აიძულეს ეთქვა, თითქოს ის არა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, არამედ ქალაქ ბაქოში დააკავეს. მირტაგი ასადოვს 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

XS
SM
MD
LG