Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ 2 დეკემბრის აქციას არ უერთდება


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე, შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში არ მიიღოს ორგანიზაციული მონაწილეობა. თუმცა ვართ სრულად სოლიდარული იქ პროტესტის გამოსახატად მიმსვლელი თითოეული ადამიანის მიმართ, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად მასში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა „ევროპულის საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ჩვენ ვთავაზობთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს დავიწყოთ კონსულტაციები გრძელვადიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად, იმ სტრატეგიისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, - დასძინა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG