პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.
„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთანშეკვრა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ყველა ეს პრობლემა და მისი მასშტაბი მიუთითებს იმას, რომ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლებამოქალაქეების თავისუიფალი ნების გამოხატვად და ამას ადასტურებს არასამთავრობო სექტორი და კრიტიკული დასკვნები, რაც უპრეცედენტოაარჩევნებთან მიმართებაში”, - განაცხადა დავით ბაძრაძემ.