Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის დემარში მარნეულის 22-ე საოლქო კომისიაში


მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ლაშა ქველაძემ ("ნაციონალური მოძრაობა") და ბესიკ დონაძემ ("ევროპული საქართველო") პროტესტის ნიშნად დატოვეს საჩივრების განხილვის პროცესი, რომელიც ახლა 22-ე საოლქო კომისიაში მიმდინარეობს.

ლაშა ქველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი არ აქვს, რომ კომისია მათ საჩივრებს დააკმაყოფილებს.

"საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მარნეულში ჩატარდა არადემოკრატიულ და არასამართლიან გარემოში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩეველზე ზეწოლით. კენჭისყრის დღეს ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა", თქვა სხდომიდან გამოსულმა ლაშა ქველაძემ, რომელმაც მოითხოვა 22-ე ოლქის შედეგების გაუქმება. მისივე თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ოლქსა და უბნებზე ათობით საჩივარი დაწერა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ასაბუთებს.

ბესიკ დონაძე
ბესიკ დონაძე

საოლქო კომისიის წევრმა "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ 24 საჩივარი დაწერეს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდება, რადგან უმრავლესობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ.

ამჟამად საოლქო კომისიაში საიას საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG