Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ აბსოლუტურად არასწორი და უსარგებლოა


ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იგი არასოდეს აღიარებს მეორე ტურის არჩევნების შედეგებს, თუმცა გამორიცხავს მოვლენათა განვითარების ნებისმიერ ძალადობრივ სცენარს, რაც ქვეყანას სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებდა. „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტ ოლგა ივშინასთან ინტერვიუში ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ კვირას დაგეგმილი მიტინგი იქნება მშვიდობიანი. „უბრალოდ მსურს დავინახო, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას. არავითარი გართულება, არავითარი მფრინავი ქვები, „ყვითელი ჟილეტებიც“ კი არ იქნება, როგორც პარიზში იყო“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ინტერვიუში ხაზს უსვამს იმასაც, რომ იგი ხშირად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილს. „მიწევს კვლავ და კვლავ გავიმეორო, რომ მისი მოსაზრება ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემი, ჩემი თანამშრომლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრებებთან. მაგალითად, მისი ეს მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ აბსოლუტურად არასწორი და უსარგებლოა“, - აცხადებს ვაშაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG