პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა არ იცის, თუ რას უპირებს ვლადიმირ პუტინი უკრაინას, მაგრამ აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ არ დაუშვებს რუსეთის გარკვეულ მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ტრამპმა, რომელიც არგენტინაში იმყოფება „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმის“ თანამშრომელს, ჟურნალისტ გრეტა ვან სასტერენს. სამიტამდე, დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ქერჩის ყურეში განვლილ კვირაში მომხდარი ინცინდენტის გამო, როდესაც რუსმა სამხედოებმა ხელთ იგდეს უკრაინული საპატრულო გემები და პატიმრობაში აიყვანეს ოცზე მეტი უკრაინელი მეზღავური. ტრამპი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში არგენტინაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა არ იქნებოდა მართებული. „მაგრამ მე მას შევხვდები. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ასე რომ მე შევხვდები მას (პუტინს) ხელსაყრელ დროს“, - დასძინა ინტერვიუში დონალდ ტრმაპმა.
ყველაზე პოპულარული
1