Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების შესახებ. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, ახალი კანონით იკრძალება:

მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის.
  • დაისჯება 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე.
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის.
  • მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
  • გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის.
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

XS
SM
MD
LG