Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილის გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება


„ვწუხვარ, რომ სახელმწიფო ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა კიდევ გაუხსნელია“ - ამ სიტყვებით დაიწყო 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თავისი გამოსვლა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მან არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უსურვა იყოს უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახალი წლიდან „შენების მოძრაობა“ 10 რეგიონულ ოფისს გახსნის და ძალიან მალე ჩამოყალიბდება ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

„რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მე არაერთხელ მივმართე ქვეყნის ხელისუფლებასაც და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მეორე ტურის წინ, რომ მათ ეხელმძღვანელათ სახელმწიფო ინტერესებით და ეზრუნათ შეთანხმებისთვის ერთ წელიწადში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ამგვარი საკითხები შეთანხმებებით მიიღწევა. სამწუხაროდ, ამისთვის არც ერთმა მხარემ არ გადადგა ნაბიჯი არჩევნებამდე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ საკითხში პროგრესის მიღწევა კიდევ უფრო გართულდა. ეს კი კიდევ უფრო გაართულა ყოფილი პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო ტაქტიკურმა ნაბიჯებმა, ამიტომ ჩვენი მხრიდან პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, ამ არჩევნებისადმი მხარდაჭერა რჩება ძალაში, მაგრამ ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ანუ ვითხოვთ უკეთესს, მაგრამ მზად ვიქნებით უარესისთვის“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG