Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს თავს დაესხნენ ქუთაისის აეროპორტში


პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ უცნობი პირები. ჩარკვიანი, რომელიც ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერით, ამბობს, რომ აეროპორტში შვილს აცილებდა, როდესაც რამდენიმე ადამიანმა „არჩევნებში წაგება“ მიულოცა. შემდეგ კი საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდა. უცნობმა პირებმა ცემა დაუწყეს ჩარკვიანის მეუღლეს. ამასობაში, გავრცელდა ვიდეო, რომელიც აეროპორტში თვითმხილველმა გადაიღო და რომელიც ინიცდენტს ასახავს. როგორც იუწყებიან, ჩარკვიანმა სამართალდამცველებს აცნობა მომხდარის შესახებ.

XS
SM
MD
LG