Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის წლისთავზე კვლავ მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა


თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან წლისთავზე იმართება აქცია, რომელზეც კვლავინდებურად მოითხოვენ დამნაშავეთა დასჯას. მდუმარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩისაკენ.

გზაში, 51-ეს სკოლასთან, სადაც მოკლული მოზარდები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სწავლობდნენ, აქციის მონაწილეები ცოტა ხნით შეჩერდნენ. სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სანთლები დაანთო შვილისა და დადუნაშვილის სურათებთან ჯერ სკოლასთან, შემდეგ მკვლელობის ადგილთან.

უფრო ადრე მან თქვა, რომ არ ეგონა, თუკი ერთი წლის თავზეც მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები დასჯილები არ იქნებოდნენ. ზაზა სარელიძესთან ერთად, აქციაში მონაწილეობს მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG