Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე


თბილისში, ხორავას ქუჩაზე ერთი წლის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

„სანამ ფეხზე ვდგავარ, სანამ მეც არ მომკლავენ, გავაგრძელებ ბრძოლას“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას ხორავას ქუჩაზე, სადაც 2017 წლის 1 დეკემბერს ჩხუბის დროს მოკლეს მისი შვილი და კიდევ ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი. სარალიძემ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობისათვის დაკავებულია ერთი ადამიანი, მაგრამ თავისუფალი რჩება ორი. სანამ ისინი მორიგ დანაშაულს არ ჩაიდენენ, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ორივე დააკავოსო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ზაზა სარალიძესთან ერთად ათობით ადამიანი მონაწილეობდა მდუმარე აქციაში მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩისაკენ. ზაზა სარელიძის გვერდით ამჯერადაც იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG