Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან


სამეგრელოს უმეტეს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა; ხეები მოგლიჯა სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში. შექმნილია კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 40 შენობას დაუზიანა სახურავი ძლიერმა ქარმა, აბაშის მუნიციპალიტეტში - ასამდე საცხოვრებელ სახლს, ჩხოროწყუში - 23-ს. რაც შეეხება სენაკს, აქ დევნილთა საცხოვრებელს ქარმა სახურავი სრულად გადახადა. ქარმა დააზარალა ფოთიც. მერიის ინფორმაციით, უსახურავოდ დარჩა ასამდე საცხოვრებელი სახლი, წაქცეულია ხეები.

მეორე დღეა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების ნაწილს შუქი არ მიეწოდება. კომპანია „ენერგოპროჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG