Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინიტრო: დაკავებულია ოთხი პირი თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათგან ერთი პირი ძალადობის, ხოლ სამი პირი - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

განცხადებაში მოყვანილია გამოძიების პირველადი ინფორმაცია, რომ ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო. ერთ-ერთმა პირმა ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერით, ამბობს, რომ აეროპორტში შვილს აცილებდა, როდესაც რამდენიმე ადამიანმა „არჩევნებში წაგება“ მიულოცა. შემდეგ კი საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდა.

XS
SM
MD
LG