Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: ყველა გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ


გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გუნდი ყველა გეგმას აუცილებლად განახორციელებს და არ დაუშვებს აქტივისტებისა და საარჩევნო კამპანიასთან ნებისმიერი სხვა ადამიანის, ისევე როგორც მხარდამჭერი ამომრჩევლების დაშინებას. ეს განცხადება მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბრის ტურიდან სამ დღეში, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გრიგოლ ვაშაძემ „მართული“ „დაშინების კამპანია“ უწოდა ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმას. ჩარკვიანი აქტიურად უჭერდა მხარს ვაშაძის კანდიდატურას. „მიზანიმამრთულად, დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში“, განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, მისი გუნდი ყველა ასეთ ფაქტს მიიტანს არასამთავრობო ორგანიზაციებამდე და საერთაშორისო თანამეგობრობამდე.

იქვე მან გაიმეორა წინა დღეს ბიბისის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ კანონმორჩილია. ვაშაძემ კვლავ დაადანაშაულა მთავრობა არჩევნების „მოპარვაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG