Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან უფროსი ჯორჯ ბუშის გარდაცვალებას


მსოფლიო ლიდერები პატივს მიაგებენ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, უფროს ჯორჯ ბუშს, რომელიც 30 ნოემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის სიტყვებით, ბუშთან მისმა მეგობრობამ წვლილი შეიტანა „ცივი ომისა და გამალებული შეიარაღებისათვის“ ბოლოს მოღებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ბუშმა თავის მოღვაწეობით „მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახადა მომავალი თაობებისათვის“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა ბუში მოიხსენია 1990 წელს გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთ "არქიტექტორად“. „ვგლოვობთ დიდ სახელმწიფო მოღვაწესა და გერმანიის მეგობარს“, ნათქვამია მაასის განცხადებაში.

ხოლო როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია წერენ, ისინი უერთდებიან ბუშის დაკარგვის გამო მგლოვიარე ერს.

XS
SM
MD
LG