Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილია 80 ათასამდე რუსი ჯარისკაცი


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინფორმაციით, რუსეთმა თავი მოუყარა 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს უკრაინასთან საზღვრებთან, ისევე როგორც ანექსირებულ ყირიმში და დონბასის სეპარტისტულ ნაწილში.

პოროშენკომ შაბათს, შეიარაღებული ძალებისათვის ახალი ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემისას გამოაცხადა, რომ რუსეთის საჯარისო შენაერთები მოიცავს 900 ტანკს, 2300 საბრძოლო დაჯავშნულ მანქანას, 500-ზე მეტ თვითმფრინავსა და 300-ზე მეტ ვერტმფრენს. მისივე განცხადებით, შავ, აზოვისა და ეგეოსის ზღვებში იმყოფება რუსეთის 80-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და რვა წყალქვეშა ნავი.

უკრაინაში ამ კვირაში გამოცხადდა ერთთვიანი საომარი მდგომარეობა, რომლის მიზეზებს შორის ასახელებენ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის საფრთხეს, ისევე როგორც 25 ნოემბრის ინციდენტის დროს ქერჩის სრუტესთან უკრაინის სამი სამხედრო ხომალდისთვის ცეცხლის გახსნას და მათთან ერთად 24 მეზღვაურის დაკავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG