Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დააჯარიმა თაკო ჩარკვიანზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 700-700 ლარით დააჯარიმა პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი. მესამის,დ. მ.-ს ბრალეულობა კი ამ დროისთვის არ დადასტურდა. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულები ბრალს არ აღიარებენ და აპირებენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლე ჯონი გიგანზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულის პროცესი კი ჯერ არ გამართულა.

XS
SM
MD
LG