Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით


თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს „ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მაგრამ იმ წამს, როგორც კი დამიძახებთ, გავჩნდები თქვნს გვერდით, თქვენი ლიდერების გვერდითო, თქვა მან.

უფრო ადრე გავრცელებულ მიმართვაში, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალხმა უნდა უპასუხოს „წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, რომ არ მოგცემთ საშულებას ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული არჩევნები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG