Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს თალიბანის მაღალი რანგის მეთაური


2018 წლის ნოემბერი: ავღანეთის ეროვნული არმია ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს
2018 წლის ნოემბერი: ავღანეთის ეროვნული არმია ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს თალიბანის მაღალი რანგის მეთაური, მოლა აბდულმანანი.

პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ხუთი ექსტრემისტი, მათ შორის აბდულმანანი დაიღუპა 1 დეკემბერს ნაუზადის რაიონში მოწყობილი ავიადარტყმის შედეგად. მოლა აბდულმანანი იყო თალიბანის მეთაური ჰელმანდის პროვინციაში. მისი მოკვლა დაადასტურეს თალიბების პრესმდივანმა და ამერიკელმა სამხედროებმა.

ჰელმანდში თალიბანის პოზიცია გაძლიერებულია 2014 წელს ქვეყნიდან ნატოს საბრძოლო შენაერთების უდიდესი ნაწილის გასვლის შემდეგ. ამ პროვინციაზე მოდის ავღანეთში ოპიუმის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

XS
SM
MD
LG