Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 12 წელიწადზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტ ქალს


ირანის რევოლუციურმა სასმართლომ 12 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ქალს, ჰენგამეჰ შაჰიდის უშიშროებასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.

რეფორმების მომხრე ჟურნალისტს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. პატიმრობის შეფარდების გარდა, მას აუკრძალეს პოლიტიკური ჯგუფების წევრობა, მედიაში მუშაობა და ქვეყნიდან გამგზავრება. 43 წლის შაჰიდი ივნისში დააკავეს. მანამდე ის დაპატიმრებული იყო 2009 და 2017 წლებში.

ბოლო წლებში ირანში ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი იქნა დაკავებული უშიშროებასთან დაკავშირებული აბსტრაქტული ბრალდებების საფუძველზე. მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ შეფასებით, ირანს 164-ე ადგილი ერგო მსოფლიოში პრესის თავისუფლების 2018 წლის რეიტინგით.

XS
SM
MD
LG