Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინიმუმამდე შემცირდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, შესარჩევი ეტაპის ორივე დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდება, ოღონდ მარტო ეს არ ეყოფა. პარალელურად, სერბიის ნაკრებმა ორივე დარჩენილი თამაში უნდა წააგოს.

3 დეკემბერს, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში ისრაელის ნაკრები დაამარცხა (71:69) და უმთავრეს კონკურენტ - სერბიას წამოეწია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით, ვიდრე სერბებმა საშინაო შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს არ აჯობეს - 84:61.

შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს გერმანია და საბერძნეთი იკავებენ 19-19 ქულით. სერბიას 16 ქულა აქვს, საქართველოს - 15, ისრაელს - 14, ხოლო ესტონეთს - 12.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო გავა. რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს, ქართველი კალათბურთელები 2019 წლის 21 თებერვალს ათენში დაუპირისპირდებიან საბერძნეთის ნაკრებს. 24 თებერვალს კი თბილისში დაუხვდებიან ესტონელებს. სერბები სტუმრად ეთამაშებიან ესტონელებს და შინ - ებრაელებს.

XS
SM
MD
LG