Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ირანის მიერ რაკეტის გამოცდაზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს ირანის მიერ მოწყობილი ბოლო სარაკეტო გამოცდის გარშემო. აშშ და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ ეს ქმედება საბჭოს სამი წლის წინანდელი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. 4 დეკემბრის შეხვედრა იმართება ირანის სარაკეტო პროგრამის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე. საფრანგეთმა ირანის ნაბიჯს უწოდა „პროვოკაციული და მადესტაბილიზებელი“ და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება გაეროს 2231 რეზოლუციას, რომლიც 2015 წელს მიიღეს როგორც მაშინდელი ბირთვული შეთანხმების ნაწილი თეირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ასევე „პროვოკაციული, საფრთხის შემცველი და არა თანმიმდევრული“უწოდა რაკეტის გამოცდას და თვლის, რომ ასეთი რამ უნდა შეწყდეს. თეირანი აცხადებს, რომ მისი სარაკეტო პროგრამა თავდაცვითია და არ გეგმავს ბირთვული მუხტით აღჭურვილი რაკეტების შექმნას. 3 დეკემბერს ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელებმა, ბრაიან ჰუკმა ევროპის კავშირს მოთხოვა ახალი სანქციები დაუწესონ ირანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ადრე განაცხადა, რომ ბალისტიკურ რაკეტებს უნარით აქვთ გადაიტანონ რამდენიმე ქობინა და მისწვდნენ ევროპას და მთელ ახლო აღმოსავლეთს. აშშ მაისში გამოვიდა ირანთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და ახალი სანქციები დაუწესა თეირანს, რითაც ევროპელი მოკავშირეების განაწყენება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG