Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე შიმშილობას აცხადებს


2 დეკემბერს დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე შიმშილობას აცხადებს. ბრალდებულების ადვოკატი გიორგი როსტომაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფები აპროტესტებენ ყველაფერს, რაც მათ შეემთხვათ.

"ერთი მათგანი შიმშილობდა, გუშინ მას ვთხოვე შიმშილობა შეეწყვიტა, მეგონა დავიყოლიე, მაგრამ დღეს ყველამ შიმშილობა დაიწყო“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

შსს-ის ინფორმაციით სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG