Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ნიკა რურუა ჩემი მეგობარი იყო


„ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი, კულტურის ბევრ მინისტრს შორის“, - უთხრა მედიას ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კულტურის ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალების ცნობა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG