აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აღარ დაიცავს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას (INF), თუ რუსეთი ბოლოს არ მოუღებს მის დარღვევას. საამისოდ მოსკოვს 60 დღეს აძლევენ.
4 დეკემბერს პომპეომ რუსეთი დაადანაშაულა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში და აღნიშნა, რომ 60 დღეში დაიწყება წინასწარ შეტყობინების ექვსთვიანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ) გასასვლელად.
ამ განცხადებით პომპეო გამოვიდა ბრიუსელში ნატოელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ რუსეთს შექმნილი აქვს SSC-8 ტიპის რაკეტის „მრავალირცხოვანი ბატალიონები“ და რომ რაკეტების რადიუსი მათ აქცევს „პირდაპირ საფრთხედ ევროპისათვის“. SSC-8 ტიპის რაკეტები ცნობილია, როგორც Novator 9M729.
დაწერეთ კომენტარი