Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო პარლამენტთან გაშლილ კარვებში


პარლამენტის შენობის წინ ამჟამად განთავსებულია ექვსი კარავი, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.
პარლამენტის შენობის წინ ამჟამად განთავსებულია ექვსი კარავი, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა კარვებში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ ასევე გადასცა ოთხი ელექტროგამათბობელი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგმება. იქ ამჟამად ექვსი კარავია, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.

ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, პარლამენტის შენობასთან აქციას სექტემბრიდან მართავენ და შვილების მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG