„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმა, გიორგი რურუა ავრცელებს: „ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - წერს გიორგი რურუა.
საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევის შედეგად. ნიკა რურუა 50 წლის იყო.