Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად კომისია შეიქმნა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიას მოამზადებს 30 წევრიანი კომისია. საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი. კომისიის შემადგენლობაში არიან მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, პარლამენტის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფო დაცვის სამსახურების და თბილისის მერიის წარმომადგენლები. კომისიის წევრები არიან არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი. დადგენილების თანახმად, მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად წარუდგინოს პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა. კომისიამ უნდა შეიმუშავოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის სამოქმედო გეგმა და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

XS
SM
MD
LG