აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში ტეხასის ქალაქ ჰიუსტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს მეუღლის, ბარბარა ბუშის და ლეიკემიით 3 წლის ასაკში გარდაცვლილი ქალიშვილის, რობინის გვერდით. დაკრძალვას ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ოფიციალური სამგლოვიარო ცერემონია 5 დეკემბერს გაიმართა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში. მანამდე უფროსი ჯორჯ ბუშის ცხედარი დასვენებული იყო კაპიტოლიუმის როტონდაში, სადაც მის ხსოვნას პატივი მიაგო ათასობით ამერიკელმა. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში 30 ნოემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი