დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და 2018 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.
პირველი საკითხად ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე არ ჩატარებულა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ დროისთვის არ არის პასუხისგებაში მიცემული. სახალხო დამცველის თქმით, მათ პროკურატურას მიმართეს სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით, თუმცა მათთვის შედეგი უცნობია.
ომბუდსმენმა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზეც გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტმაც გაიზიარა, თუმცა ამ დროისთვის მაინც არ აქვთ წვდომა გამოძიების მასალებთან და არ იციან როდის დასრულდება ის.