Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანიამ ჩვენი იმედები ბოლომდე ვერა, მაგრამ დიდწილად გაამართლა


ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება და შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ინაუგურაციის შემდეგ მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პრეზიდენტს, მისი ადგილმონაცვლის 3 კანდიდატურის შერჩევაა. ამ პროცესში, პროცედურის თანახმად, ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. პრეზიდენტისთვის 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა იყო 2013 წელს თამარ ჟვანიაც. ამ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ შეაჯამა მისი საქმიანობა. „თუ თამარ ჟვანიას შევადარებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა თავმჯდომარეებს, მის წინამორბედებს, მათ შორის საუკეთესო ნამდვილად იყო და ძირითადად ნორმალურად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს. თუ შევხედავთ, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს დასკვნებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაცია დადებით კონტექსტშია მოხსენიებული. ჩვენც მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იმედები, რაც გვქონდა ,შესაძლოა, ბოლომდე არ გაამართლა, მაგრამ დიდწილად გაამართლა, თუმცა იყო პრობლემებიც.“-აღნიშნა ლევან ნატროშვილმა, რომელიც აქვე ამბობს, რომ საქმე მხოლოდ თამარ ჟვანიაშიც არ არის, რადგან ცესკო კოლეგიური ორგანოა და გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება.

ლევან ნატროშვილის თქმით, ცესკოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტი კანონს არღვევდა, მათ შორის, მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურის 24 საათამდე გახანგრძლივება, პრობლემად დარჩა ასევე კვალიფიკაციის, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა, რის აღმოსაფხვრელადაც ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ იყო გარკვეული გადაწყვეტილებებიც, სადაც პოლიტიკური მოტივაციის ფაქტორებიც გამოჩნდა, თუმცა თამარ ჟვანიას პრინციპული პოზიცია არ გამოუხატავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG