Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გამოაქვეყნა ახალი ცნობები ტრამპის ყოფილი იურისტის რუსეთთან კავშირებზე


მაიკლ კოენი
მაიკლ კოენი

პარასკევს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ და სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებშიც სუაბარია დონალდ ტრამპის გარემოცვის ყოფილი წევრის მანამდე უცნობ კავშირებზე რუსეთის წარმომადგენლებთან.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი იურისტი, მაიკლ კოენი, საპრეზიდენტო კამპანიის დროს 2015 წელს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. ეს ჩანს თავად კოენის ჩვენებით, რომელშიც საუბარია სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერის მიერ სასამართლოსადმი გაგზავნილ მიმართვაში. ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მანამდე აღიარა, რომ მისი კლიენტის გაგანია საარჩევნო პერიოდში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ასეთი შეხვედრისა და ასევე მოსკოვში ცათამბჯენ „Trump Tower“-ის მშენებლობის თაობაზე. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდში არ შედგა. თავად დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები „პრეზიდენტს სრულიად ამართლებენ“.

XS
SM
MD
LG