Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ნავალნის ახალი პროექტი „გონივრული კენჭისყრა“

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორმა“ დაბლოკა ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი წინასაარჩევნო პროექტი „გონივრული კენჭისყრა“. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა პერსონალური მონაცემების უფლებების დარღვევა, რის გამოც 7 დეკემბრიდან რუსულმა პროვაიდერებმა საიტზე დაშვება უნდა შეზღუდონ. ნავალნის პროექტის საიტი, მოსკოვის ტაგანსკის რაიონული სასამართლოს 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არღვევს კანონმდებლობას პირადი მონაცემების დაცვის შესახებ. ნოემბრის ბოლოს „როსკომნადზორში“ შევიდა რამდენიმე მოქალაქის საჩივარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მონაცემების დამუშავება საიტზე 2019.vote მათთან შეუთანხმებლად მოხდა. ნავალნიმ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა პროექტ „გონივრული კენჭისყრის“ ამოქმედება. პოლიტიკოსი მმართველი „ერთიანი რუსეთის“ მოწინააღმდეგეებს სთავაზობს ხმა მისცენ ოპოზიციის იმ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

XS
SM
MD
LG