აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გენერალი მარკ მილი დაიკავებს შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯომარის პოსტს. მილი შეცვლის გენერალ ჯოზეფ დანფორდს, რომელსაც ვადა ეწურება 2019 წლის ოქტომბერში. „მე მადლიერი ვარ ამ ორი არაჩვეულებრივი მამაკაცისა ქვეყნისათვის მათი სამსახურისათვის. დანიშვნის თარიღი დგინდება“, - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა.
გენერალი გენერალი მარკ მილი 60 წლისაა, დამთავრებული აქვს პრინსტონის უნივერსიტეტი, მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი აერთიანებს სახმელეთო საჰაერო და საზღვაო ძალების, ფლოტისა და ეროვნული გვარდიის სარდლობებს.