Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს ხმები?


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პერიოდი ერის გამოცდა იყო და მან ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.

„ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“, - განაცხადა ილია მეორემ.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად" -აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და იმედი გამოთქვა,რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალხი ღირსეულად შეხვდება.

XS
SM
MD
LG