Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. იგი ამბობდა, რომ სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა, რადგან ია კერზაიამ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა. მის განცხადებებს საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება. მათივე ცნობით, მე-6 სკოლაში გამოვლინდა დარღვევა კერძოდ: „სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“.

სამინისტროს თანახმად, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა. საბჭომ კი თავის მხრივ ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ის სკოლის მოქმედ დირექტორად რჩებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG