Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი: „ბრექსიტის“ ჩავარდნით ქვეყანა გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდება


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა აღმოჩნდება „გაურკევეველ ვითარებაში“, თუ კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ იმ გარიგებას „ბრექსიტის“ თაობაზე, რომლის გარშემოც ტერეზა მეიმ მოლაპარაკება გამართა ევროკავშირთან. გაზეთ „მეილთან“ 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მისი წინადადებების უარყოფის შემთხვევაში ქვეყანა „სერიოზულ გაურკვევლობაში“ აღმოჩნდება. მან გააფრთხილა პარლამენტარები, რომ მათმა მოქმედებამ შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე და არსებობს „რეალური საფრთხე, რომ "ბრექსიტი" არ შედგეს“.

გასულ თვეში ტერეზა მეის კაბინეტმა ბრიუსელთან შეათანხმა გარიგება, რომლის თანახმად 2019 მარტში უნდა დაიწყოს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა. მაგრამ დოკუმენტის ძალაში შესვლას სჭირდება პარლამენტის თანხმობა. ლეიბორისტები, ლიბერალ-დემოკრატები, დემოკრატიულ-იუნიონისტური პარტია და თავად მეის კონსერვატიული პარტიის წევრებიც ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას, რაც მის მიღებას არარეალურს ხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG