სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 70,43% მიიღო ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი,“ რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა რჩება „რესპუბლიკური პარტია,“ რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა. წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებს ხმების 4,70% აქვთ. პარლამენტს მიღმა რჩება პარტია „დაშნაკციუტუნიც,“ რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეოთა 3,89%-მა. საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარტიებმა „აყვავებული სომხეთი“(8,27%) და „განათლებული სომხეთი“(6,37%). 9 დეკემბერს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში სულ 11 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 48,63% იყო.
სომხეთის პარლამენტის არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი

ყველაზე პოპულარული
1