2017 წლის მდგომარეობით, რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოში სამხედრო იარაღისა და ტექნიკის წარმოების მხრივ. სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, რუსეთის მიერ წარმოებული საბრძოლო იარაღისა და ტექნიკის ექსპორტმა გასულ წელს მსოფლიო ბაზრის 9,5 %-ი შეადგინა. სტატისტიკაში შესულია 100-ი მოწინავე იარაღის მწარმოებელი ქვეყანა, იარაღის გაყიდვით მიღებული მოგება 398 მილიარდი დოლარია. შეიარაღების გაყიდვის მხრივ ლიდერობს აშშ-ი, რომელსაც საერთო ბაზრის 57%-ი უჭირავს. მესამე ადგილზეა ბრიტანული ფირმები.