Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემნა გვასალიამ 2019 წლის კოლექცია instagram-ზე მავთულხლართების ფოტოთი წარმოადგინა


დემნა გვასალიას ბრენდმა "Vetements"-მა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია Instagram-ზე წარმოადგინა და ამ კოლექციის ვიდეო-ჩანაწერზე მომხმარებლების გადასაყვანად მავთულხლართების ფოტო გამოიყენა.

მოდის სახლის ახალი კოლექციის ნახვა Instagram-ის ახალ, ვიდეოებისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე, IGTV-ზეა შესაძლებელი.

​დემნა გვასალიას ბრენდის Instagram გვერდზე 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთი ფოტოც არის განთავსებული, სადაც შავნიღბიანი და შარვალზე ჯაჭვებშებმული მოდელები არიან წარმოდგენილები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG