Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ ახალი სანქციების სისტემის შემოღებას


10 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდის წინადადებას, დაწესდეს ახალი სანქციები, რომლების სამიზნე იქნებოდნენ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულები. ნიდერლანდის ხელისუფლებამ გასულ თვეში წამოაყენა ინიციატივა, ანგარიშები გაეყინოს და ვიზებზე უარი ეთქვას „მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დამრღვევ კონკრეტულ პირებს, განურჩევლად პოლიტიკური კონტექსტისა და მთავრობათაშორისი ურთიერთობებისა.

ვროკავშირის სანქციების ახალი სისტემა განსხვავებული იქნება უკვე არსებულისგან, რომელიც გეოგრაფიულად შეზღუდულია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წყაროებმა, უახლოეს დღეებში კავშირის დიპლომატები დაიწყებენ დაგეგმილი სანქციების რეჟიმის დეტალებზე მუშაობას იმ მიზნით, რომ ის 2019 წლის ზაფხულისთვის ამოქმედდეს. მიიჩნევა, რომ ინიციატივა არის ევროპული ვერსია 2012 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტისა“, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG