სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შორის. „საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს“ - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის შეტყობინებაში. მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტად არჩევა

ყველაზე პოპულარული
1