Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიტა რაჭველიშვილი „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა


ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა გაზეთმა “ნიუ-იორკ ტაიმსმა“.

„ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო „კარმენში“ და ძალიან შთამბეჭდავი „თავად იგორში“, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლო სეზონზე გაიმართა. სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის „ტრუბადურში“, სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. მან პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რომელსაც ხშირად შეუძლია იყოს მხოლოდ ინერტული. სექტემბერში ანიტამ შეასრულა მიმზიდველი და შეუდარებელი ამნერისი ვერდის „აიდაში,” – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე ჩამოთვლილნი არიან 2018 წლის კლასიკური მუსიკის სხვა საუკეთესო შემსრულებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG