Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაირკვა ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე


საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის მარტიდან ჩაებმება ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. უკვე გაიმართა წილისყრა და ევროპის 53 ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 9 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს მეტოქეები შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი.

თამაშები 2020 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება და ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. მეორე ადგილზე გასული ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები კი პლეი-ოფში დაუპირისპირდება ერთმანეთს ბოლო შანსის გამოსაყენებლად.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 2021 წლის ზაფხულში უნგრეთი და სლოვენია უმასპინძლებენ.

XS
SM
MD
LG