Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ ოფიცერს უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის


უკრაინა, 2016 წლის 24 ნოემბერი: ლეონიდ პარხომენკოს დაკავება ქალაქ სევასტოპოლში
უკრაინა, 2016 წლის 24 ნოემბერი: ლეონიდ პარხომენკოს დაკავება ქალაქ სევასტოპოლში

რუსეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ამ ქვეყნის შავი ზღვის ფლოტის ყოფილ ოფიცერს, ლეონიდ პარხომენკოს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. პარხომენკო 2016 წელს დააკავეს.

საქმე ეხება 2003-2005 წლებს, როცა შავი ზღვის ფლოტის ყოფილი კაპიტანი სევასტოპოლში მსახურობდა. 2005 წლის დეკემბერში პარხომენკომ დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლების ვერსიით, ყოფილი კაპიტანი უკრაინის დაზვერვას აწვდიდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. ცნობები ეხებოდა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მოქმედებას.

უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, პარხომენკოს ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოზე, რის გამოც ის უკრაინის დაზვერვამ გადაიბირა. ამ ვერსიით, მას ინფორმაციაში ფულს უხდიდნენ.

ბრალდების დეტალები უცნობია. დონის როსტოვში სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

აგვისტოში პარხომენკომ შიმშილობა გამოაცხადა გამომძიებლების მხრიდან ზეწოლის გასაპროტესტებლად. როგორც იუწყებიან, ყოფილი ოფიცრის ადვოკატები ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG