Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს რუსი ჯარისკაცი ქალის სიკვდილთან კავშირში ეჭვმიტანით


რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში
რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში

სომხეთში დააკავეს რუსი სამხედრო მოსამსახურე 57 წლის ქალის სიკვდილთან კავშირში ეჭვმიტანით.

გენერალური პროკურორის პრესმდივანმა არევიკ ხაჩატრიანმა 11 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცი ეჭვმიტანილია 2 დეკემბერს 57 წლის ქალს ცემაში. ხაჩატრიანის ინფორმაციით, გიუმრის მკვიდრი ჯულიეტა ღაზარიანი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა.

2015 წლის იანვარში გიუმრიში მოკლეს ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის რამდენიმე თვის ჩვილი. მომდევნო დღეს დააკავეს რუსი სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი. სომხეთში სასამართლომ ის მკვლელობებში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წელს პერმიაკოვი რუსეთს გადასცეს.

ავეტისიანების ნათესავები რუსეთისაგან მოითხოვენ ფულად კომპენსაციას 450 ათასი ევროს ოდენობით. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მიიჩნევენ დამნაშავედ იმაში, რომ შეიარაღებულ ძალებში მოხვდა ადამიანი ფსიქიკური გადახრებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG