Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეფაქტო სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გახსნას გეგმავს


Georgia -- South Ossetia, Tskhinvali, Dmitri Medoev, 15Apr2016

“ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს მომავალ წელს გახსნის“-განაცხადა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა.

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით. რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი მედოევმა. მისი თქმით, დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პოტენციურ მოკავშირეებს ეძებს, რათა მათ „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა აღიარონ:

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რათა მოვიძიოთ მოკავშირეები, მეგობრები, ქვეყნები, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა. მისი განმარტებით, დეფაქტო რესპუბლიკის პრიორიტეტულ მიმართულებად საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განმტკიცება რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG