რუსეთში უკანასკნელ პატივს მიაგებენ ცნობილ უფლებადამცველს, 91 წლის ასაკში გარდაცვლილ ლიუდმილა ალექსეევას. ის 8 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში. ალექსეევა მოსკოვის ჟურნალისტთა სახლში დაასვენეს, სადაც მას 11 დეკემბერს ეთხოვებოდნენ კოლეგები, რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უცხოელი დიპლომატები. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიც. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მმართველობის ადრეულ ეტაპზე ალექსეევა მის მრჩეველთა საბჭოშიც შეიყვანეს, უფლებადამცველი მკაცრად აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ომსა და პუტინის ნაბიჯებს რუსეთის დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი