Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები


„დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში,რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ გამართული კონფერენციის შესახებ.

”აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი”-ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საპატრიარქოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მიწის გასხვისების საკითხზე 10 დეკემბერს იმსჯელეს, ინფორმაცია კი 11 დეკემბერს გასაჯაროვდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

XS
SM
MD
LG