Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის რამდენიმე რაიონში თავდასხმებმა შეიწირა 30-ზე მეტი ადამიანი


ქაბულის გარეუბანში 2018 წლის 11 დეკემბერს მოწყობილი აფეთქების ადგილი
ქაბულის გარეუბანში 2018 წლის 11 დეკემბერს მოწყობილი აფეთქების ადგილი

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულის, ყუნდუზისა და ყანდაარის რაიონებში მეამბოხეთა თავდასხმების შედეგად.

ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ქაბულის დასავლეთ გარეუბანში. დაიღუპნენ ცხრა სამოქალაქო პირი და უშიშროების ძალების ოთხი წარმომადგენელი, დაიჭრა 11 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ხოლო ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზის პროვინციაში ბლოკ-პოსტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 11 პოლიციელი. ბოლო თვეებში გააქტიურდა თალიბების თავდასხმები ავღანეთის უშიშროების ძალებსა და მთავრობის ობიექტებზე.

10 დეკემბერს, სულ ცოტა, 32 სამართალდამცველი მოკლეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი თავდასხმების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG